კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კერძო სკოლებში 70 300 მოსწავლე სწავლობს. გასულ სასწავლო წელს მათი რაოდენობა 66 500 იყო, 2022/2023 სასწავლო წელს კი - 63 700.
პარალელურად, მცირედით იკლებს კერძო სკოლების რაოდენობა. ამჟამად 208 კერძო სკოლა ფუნქციონირებს ქვეყანაში, მაშინ როცა გასულ წელს 2010, ხოლო 2022/2023 სასწავლო წელს 216 იყო. ყველაზე მეტი კერძო სკოლა თბილისში მდებარეობს და მათი რაოდენობა 108-ს შეადგენს. შემდეგ მოდის აჭარა - 25, იმერეთი - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა საჯარო სკოლებშიც. 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 2086 საჯარო სკოლაში 570 400 მოსწავლე სწავლობდა, წინა სასწავლო წელს კი - 567 800.