მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება - შეფასებები

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

რა შედეგის მომტანი იქნება ცვლილება და ზოგადად რა ნარკოპოლიტიკას ეწევა ქვეყანა?

სტუმარი: ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები