"კერძოებს შორის, ეს ყველაზე მეტად თავისუფალ უნივერსიტეტზე მოქმედებს", - ასე ეხმაურება კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია "ოცნების" მთავრობის მიერ დაანონსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსების ახალ მოდელს.
საქმე ისაა, რომ 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო გრანტებს ვეღარ მიიღებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი, ვინც ჩაირიცხება, ყველა უფასოდ ისწავლის. შესაბამისად, არსებული საგრანტო სისტემა აღარ იქნება.
"თავისუფალი უნივერსიტეტის 628 პირველკურსელიდან 574 გრანტიანია: 285 - 100%, 177 - 70%, 112 - 50%. სულ თავისუფალი უნივერსიტეტი გრანტის სახით იღებს მილიონ ლარს წელიწადში. ყველა დანარჩენი კერძო უნივერსიტეტი იღებს ჯამში 1.8 მილიონ ლარს წელიწადში. ისედაც ყელში ეჩხირებათ რამდენი ხანია, რომ ვერაფერი უქნეს ამ უნივერსიტეტის პოპულარობას, საიდანაც არც რექტორი და არც აკადემიური პერსონალი თავს ოდნავადაც არ უთხრის მთავრობას.
ვითომ ამით უნდა გაზარდონ ქუთაისის საერთაშორისოს პოპულარობა, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებაზე წელს ორჯერ შემცირდა - 200 ადგილზე 70 სტუდენტი მიიღეს. ამ ცვლილებას პროგრამის არჩევამდე 3 თვით ადრე რომ ეუბნებიან აბიტურიენტს, კმაყოფილები ხართ მშობლები ალბათ", - აცხადებს ნანა დიხამინჯია.




























