ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე სრიალისას, ტრაგიკულად გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი, რომელიც, ამასთან, წლების განმავლობაში Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის თანამდებობას იკავებდა.
Kernel-ი ქართული სტარტაპია, რომელიც, ძირითადად, ინდოეთში ოპერირებს, სადაც მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურება. Kernel-ის ძირითად მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტებისა და პროცესების გაციფრულება წარმოადგენს.
BMG-ის გუნდის სახელით თანავუგრძნობთ გიორგი ტუხაშვილის დიდ ოჯახს, მის პარტნიორებს, მეგობრებსა და ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას, რადგან გიორგის გამჭრიახობას, ენერგიულობას, მიზანდასახულობასა და პროექტებს, რომლებიც მას და მის გუნდს წლების განმავლობაში გაუკეთებიათ, ლომის წილი მიუძღვით ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში. ამასთან, გიორგი არასდროს იშურებდა მედიასთან საუბარს და წლების განმავლობაში, კარგ რესპონდენტად ჩამოყალიბდა, რადგან განათლების დიდი მოამაგე იყო.