მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კეთილი მგზავრობა“ - „ვისოლმა“ ბრენდის განახლებული სტრატეგია წარადგინა

64b9139edc7ec
BM.GE
20.07.23 14:56
870
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი დიზაინ კონცეფცია, ლოიალობის სრულყოფილი სისტემა და სათქმელი - „კეთილი მგზავრობა“, - სწორედ ეს არის ნავთობპროდუქტების კომპანია „ვისოლის“ ბრენდის განახლებული სტრატეგია, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

კომპანიის ინფორმაციით, „ვისოლისა“ და „სმარტის“ ბრენდების განახლებაზე სტრატეგიულმა ბრენდინგ სააგენტომ - „მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა, რომელიც სპეციალიზირდება ბრენდინგის, რებრენდინგის და მსხვილი საკომუნიკაციო პროექტების სტრატეგიაზე. აღსანიშნავია, რომ გიორგი ტაბატაძემ და ვასკა ჩუბინიძემ 2016 წლიდან საქართველოში უკვე 20-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე იზრუნეს. ამასთან, „ვისოლისა“ და „სმარტის“ ვიზუალური განახლება More Studio-სთან ერთად გაკეთდა.

„„ვისოლი” დაარსების დღიდან ისწრაფვის ქვეყანაში შექმნას საუკეთესო ინფრასტრუქტურა გადაადგილებისთვის, იყოს საქართველოში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის მაგალითი და განხორციელებული ინვესტიციებითა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნით პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. „ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორიაც „ვისოლით“ დაიწყო და დღეს „სმარტი“ განახლებული ვიზუალური კონცეფციით, ავტომომსახურების ქსელი „ვინტო“, ამერიკული რესტორნები „ვენდი“ და „დანკინი“ ერთ სივრცეში „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა პირობას ქმნის. ახალი ლოიალობის სისტემით კი „ვისოლთან“ ურთიერთობის სარგებელი კიდევ უფრო ხელშესახებია“- აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლის“ მენეჯმენტის განმარტებით, „ვისოლის“ ახალი ლოიალობის სისტემით მომხმარებელი სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად იღებს 15 თეთრ ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში. მომხმარებელს ერთგულებისთვის სხვა საჩუქრებიც ელის.

„ვისოლს“ - შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისს და პროდუქტს, ბრენდის სტრატეგიული განახლება სჭირდებოდა, რომ აღნიშნული კონკურენტული უპირატოსება მეტად ხაზგასმული და მომხმარებლისთვის უფრო მკაფიოდ ნათქვამი ყოფილიყო. პრზოცესის სრულყოფილი განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იყო კომპანიის ყველა რგოლის თანამშრომლის, მმართველი გუნდის, მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფებისა და სტრატეგიული ბრენდინგ სააგენტოს სრულფასოვანი ჩართულობა და კონტრიბუცია. შედეგად, ჩვენ შევძელით კომპანიის დნმ-ის შენარჩუნებით, განახლებული ინფრასტრუქტურით, სრულყოფილი ლოიალობის სისტემის შექმნით და ახალი მკაფიო სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“, „ვისოლი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა. “ვისოლის“ ბრენდის მთავარი სიმბოლო პოლარული ვარსკვლავი გახდა, როგორც სწორ გზაზე სიარულის, შეჩერების და შევსების ადგილი და კომპანია გააგრძელებს ამ მიმართულებით განვითარებას, რომ საქართველოს ყველა მნიშვნელოვან წერტილში დახვდეეს ერთგულ მომხმარებელს“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.






(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები