დედაქალაქის ცენტრთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე უნიკალური მწვანე უბნის “წავკისი პანორამას” კომპლექსში სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია და ყველა მიწის ნაკვეთი გაყიდულია. კომპლექსი ინდივიდუალური სახლების მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურულად უკვე მზადაა. ზღვის დონიდან 920 მეტრზე, 13 ჰექტარზე გაშლილი კომპლექსი 95 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს აერთიანებს.
კომპლექსში უძრავი ქონების მფლობელებს დახვდებათ 1 000 მეტრის სიგრძის მწვანე ხეივანი და ველობილიკი, ბავშვთა გასართობი სკვერები, რომლებიც მზის პანელებზე მომუშავე სანათებითაა განათებული, პადელის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, რომლებიც ერთ რეკრეაციულ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და 15 000 მ²-ზეა გაშლილი. კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ხე დაირგო. პროექტამდე ყველა სახის კომუნიკაცია და საგზაო ინფრასტრუქტურა მიყვანილია. ინფრასტრუქტურულად სრულად მოწყობილ კომპლექსში ყველაფერი მომავალი მობინადრეების საჭიროებაზეა მორგებული, რათა მწვანე გარემოში ცხოვრება მსურველთათვის, პრაქტიკულთან ერთად, კომფორტულიც იყოს.
“წავკისი პანორამას” მცხოვრებლების სრული კომფორტისთვის კომპანია ტერიტორიისა და არსებული სარეკრეაციო სივრცეების მოვლა-პატრონობას, დაცვის სამსახურის 24-საათიან მონიტორინგსა და ვიდეოკონტროლს უზრუნველყოფს. მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო უნიკალური მწვანე უბნის დასრულებულ კომპლექსში სრულად გათვალისწინებულია - ეს უპირატესობა დეველოპერული პროექტებით დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვიანი ოჯახებისთვის თანამედროვე სამყაროში პრიორიტეტია.
უბანს უკვე ჰყავს გამორჩეული მოსახლეობა: წარმატებული სპორტსმენები, ეროვნული ნაკრებებიდან, შემოქმედებითი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი კომპანიების მმართველი გუნდებისა და საბანკო სექტორის წევრები - რაც პროექტის უპირატესობაზეც მიუთითებს.
“წავკისი პანორამას” დაგეგმარების თავისებურებებსა და კონცეფციაზე პროექტის მმართველ პარტნიორ გეგი ვასაძესა და გაყიდვების ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ჯოლოხავას ვესაუბრეთ. როგორც გეგი ვასაძე აღნიშნავს, საცხოვრებელ კომპლექსში მიწის თითოეული ნაკვეთი იმგვარად დაპროექტდა, რომ თითოეული მობინადრესთვის პანორამული ხედები ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს კი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიზნებთან და პროექტის სახელწოდებასთან და ქართულ ბაზარზე უნიკალურ სტანდარტს ამკვიდრებს.
- ბატონო გეგი, როგორც ვიცით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი სივრცის მოწყობა და მშენებლობა დასრულებულია და კომპლექსი მობინადრეთა მისაღებად მზად არის. რა ქმნის “წავკისი პანორამას” პროექტს ქართულ დეველოპერულ ბაზარზე სხვებისგან გამორჩეულს?
"“წავკისი პანორამაზე” მუშაობის დაწყებისას გვინდოდა, მობინადრეების განსხვავებული ხედვა, ცხოვრებისა და დასვენების გამორჩეული მიდგომები შეგვეთავაზებინა. კონცეფციის მიხედვით, პროექტის უნიკალურობა მის დაგეგმარებასა და ლოკაციაშია. დღევანდელ გადატვირთულ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქალაქის ქაოსით დაღლილ პოტენციურ მობინადრეებს “წავკისი პანორამა” გამორჩეულ შესაძლებლობას სთავაზობს - თბილისთან ძალიან ახლოს, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თითოეული სახლიდან დედაქალაქსა და მარადმწვანე ტყეზე გაშლილი პანორამული ხედი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
“წავკისი პანორამა” სრულად პასუხობს ცხოვრების თანამედროვე სტილის მქონე ადამიანთა საჭიროებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი. დღეისთვის, როგორც აღნიშნეთ, კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და პროექტის უპირატესობები კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა".
- როგორი იყო “წავკისი პანორამას” პროექტის დაგეგმარების პროცესი, რა იყო ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც უბანს საოცნებო საცხოვრებლად აქცევს?
“პროექტზე მუშაობა 2021 წელს დავიწყეთ, რაც, პირველ რიგში, გენერალური გეგმის შექმნას და ურბანული თვალსაზრისით მის სწორად დაგეგმარებას მოიცავდა. განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, ჩვენი მთავარი მიზანი რეკრეაციული გარემოს შენარჩუნება, საცხოვრებელი სივრცის ჰარმონიული განვითარება და არსებულ გარემოსთან ინტეგრირება იყო.
“წავკისი პანორამა” 13 ჰექტარზეა გაშლილი, რამაც უბნის დაგეგმარებისას, შესაძლებლობა მოგვცა პროექტი მჭიდროდ დასახლებული არ ყოფილიყო, უარი ვთქვით პატარა ზომის მიწებად დაყოფაზე. ამგვარად, მომხმარებელს 900-დან 1 400 მ²-მდე მიწის ფართებს ვთავაზობთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ჩვენთვის უბნის იერსახე უპირატესია, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სახლების სართულების რაოდენობა და გამყოფი ღობის სტანდარტი. ეს ერთგვარი სტანდარტია, რომელიც ინფრასტრუქტურულ წესრიგს ქმნის”, - ამბობს გეგი ვასაძე
საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად კეთილმოწყობილია და კერძო სახლების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ქაოსისგან მოშორებით, თუმცა ცენტრთან ახლოს კერძო ტიპის დასახლებებში ცხოვრების მოთხოვნას “წავკისი პანორამას” გაყიდვების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჯოლოხავა აფასებს.
- როგორ შეაფასებდით “წავკისი პანორამას” კეთილმოწყობილ და ინფრასტრუქტურულად გამართულ უბანში ცხოვრებაზე მოთხოვნას?
2022 წლიდან, პროექტში გაყიდვების დაწყებიდან ჩანდა, რომ მომხმარებლისგან მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რამაც ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულებასაც შეუწყო ხელი.
იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური უბნები მუდმივად დატვირთულია და ეს დატვირთულობაც მზარდია, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთვისაც პრიორიტეტი სიმშვიდეში, თუმცა ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრებაა, იზრდება. ჩვენი ლოკაციაც იდეალურია ამ კუთხით, რომ თბილისის ცენტრამდე მანძილის დაფარვა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, სულ რაღაც 7 წუთში თავისუფლების მოედანზე ხვდებით.
- რამდენად შესაძლებელია, “წავკისი პანორამა”, მუდმივ მობინადრეებთან ერთად, ინვესტორებისთვისაც მიმზიდველ პროექტად ჩაითვალოს?
“ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩვენი უბნის სარეკრეაციო ზონის ანალოგს, ალბათ, მსგავსი ტიპის პროექტებში სხვაგან ვერ შეხვდებით. კომპანიის მიერ მოწყობილი მწვანე ზონები, სასეირნო ხეივანი, ბავშვთა და სპორტული მოედნები მუდმივი მობინადრეებისთვის ჯანსაღი გარემოს ქმნის. ამასთან, დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, პროექტში ხელოვნური ტბაც დავამატეთ, რაც ნამდვილად მიმზიდველი კომპონენტია.
გარდა უშუალოდ “წავკისი პანორამას” უბანში მოწყობილი სიკეთეებისა, ჩვენთან ახლოს მდებარეობს მთაწმინდის პარკი, ტექნოპარკი, ასევე, დაგეგმილია გასართობი და დასასვენებელი ახალი სივრცეების შექმნა - ეს ყველაფერი წავკისის პოტენციალს ზრდის და მას კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს როგორც იქ ცხოვრების მსურველთათვის, ასევე ინვესტორებისთვის”, - ამბობს ნიკოლოზ ჯოლოხავა.
“წავკისი პანორამას” კომპლექსის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმილზე ორი წლით ადრე დასრულდა. დღეს პროექტში მიწის ყველა ნაკვეთი გაყიდულია. აქტიურად მიმდინარეობს 20-ზე მეტი სახლის მშენებლობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალური მწვანე უბანი პირველ მობინადრეებს სულ მალე შეიძენს.