მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხახვის იმპორტი 31%-ით გაიზარდა, რომლის უმეტესი წილი უზბეკეთზე მოდის

ხახვი

წელს, პირველ 3 თვეში საქართველოში ხახვის იმპორტი გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოს 10,343 ტონა ხახვი ჰქონდა შეძენილი, რაშიც $2,4 მლნ გადაიხადა, მაშინ როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ $2,3 მლნ-ის ღირებულების 7,895 ტონა ხახვი იყიდა.

სტატისტიკური მონაცემებიდან დგინდება, რომ ხახვის იმპორტი 31%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფასი შემცირებულია.

საქართველოსთვის წელს ხახვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია, სადაც იმპორტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა. 2025 წელს თუ საქართველომ ამ ბაზარზე 6,417 ტონა ხახვი იყიდა და მასში $1.4 მლნ გადაიხადა, გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 345 ტონა და $101 ათასი იყო. მონაცემებით დგინდება, რომ საქართველოს უზბეკეთიდან იმპორტი თითქმის 19-ჯერ გაეზარდა. ამ ბაზრის წილი ხახვის იმპორტში 62%-ს შეადგენს.

2025 წლის 3 თვის მონაცემებით, ხახვის მთავარი საიმპორტო ქვეყნებია:

  • უზბეკეთი - $1,4 მლნ, 6,417 ტონა;
  • ყაზახეთი - $733 მლნ, 3,156 ტონა;
  • რუსეთი - $123 მლნ, 533 ტონა;
  • თურქეთი - $23 მლნ, 99 ტონა;
  • ყირგიზეთი - $20 მლნ, 88 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხახვის იმპორტი ბოლო 4 წელია (2021-2024 წლები) მუდმივად მზარდ დინამიკას აჩვენებს.

ბოლო 4 წლის ხახვის იმპორტის სტატისტიკა ასეთია:

  • 2021 წელი - $8,5 მლნ, 27,327 ტონა;
  • 2022 წელი - $10,7 მლნ, 31,578 ტონა;
  • 2023 წელი - $12,2 მლნ, 31,909 ტონა;
  • 2024 წელი - $9 მლნ, 36,022 ტონა.

აქვე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2024 წელს მართალია ხახვის იმპორტში 2023 წელთან შედარებით 13%-მდე ზრდა ფიქსირდება, თუმცა დახარჯული თანხები 2023 წელთან შედარებით მცირეა, რაც ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს იმპორტის ზრდის მიუხედავად, ხახვი გაიაფდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები