2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 30 699 ტონა ხახვი იყიდა, რაც 9.2 მლნ დოლარი დაუჯდა. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ იმპორტი რაოდენობრივად 6.5%-ით გაიზარდა, ხოლო თანხობრივად 21%-ით შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანას ხახვის იმპორტი გაუიაფდა.
რაც შეეხება ძირითად საიმპორტო პარტნიორებს, 9 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ხახვი აზერბაიჯანისგან ვიყიდეთ, რომელსაც ყაზახეთი და რუსეთი მოსდევს. უფრო დეტალურად, საქართველოში ყველზე მეტი ხახვი შემდეგი 5 ქვეყნიდან შემოვიდა:
- აზერბაიჯანი - 15 249 ტონა/3.7 მლნ დოლარი;
- ყაზახეთი - 6 371 ტონა/2.4 მლნ დოლარი;
- რუსეთი - 4 691 ტონა/1.4 მლნ დოლარი;
- სომხეთი - 1 680 ტონა/398 ათასი დოლარი;
- თურქეთი - 1 136 ტონა/361 ათასი დოლარი.
შედარებით მცირე იმპორტი ასევე განხორციელდა: უზბეკეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, ყირგიზეთიდან, თურქმენეთიდან, ნიდერლანდებიდან.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს 28%-ით ნაკლები, 578 ტონა ხახვი გაიყიდა. ექსპორტის ღირებულებამ კი 9 თვეში სულ 383 750 დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი, 422 ტონა ხახვი სომხეთში გაიყიდა, რუსეთში ექსპორტმა 128 ტონა შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანში - 28 ტონა.