2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ უცხოეთში $1.4 ათასის 1.8 ტონა ხახვი გაყიდა, რაც 97.2%-ით, ნაკლებია გასული წლის მონაცემზე, როცა ქვეყანამ ექსპორტზე $52.3 ათასის 123.5 ტონა ხახვი გაიტანა.
წელს, ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, სადაც 1.4 ათასი აშშ დოლარის 1.75 ტონა ხახვი გავიდა. დანარჩენი 500 კგ გაიყიდა სომხეთში.
გასულ წელს კი, ქართული ხახვისთვის ძირითადი ბაზარი უკრაინა იყო, სადაც $44.9 ათასის 108.1 ტონა ხახვი გავიდა. დარჩენილი მოცულობა გასულ წელსაც რუსეთსა და სომხეთში გაიყიდა.
ადგილობრივი ექსპორტისთვის რეკორდული 2019 წელი იყო, როცა ქვეყნიდან სამ თვეში 132.6 ათასი აშშ დოლარის 379.7 ტონა ხახვი გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, აქ მაჩვენებლები სტაბილურია. 2024 წლის სამ თვეში საქართველომ 2.3 მლნ-ს 7 895 ტონა ხახვი იყიდა. ხოლო 2023 წლის საანგარიშო პერიოდში, $2,7 მლნ-ის 7 220 ტონა. მიმდინარე წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.