მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხალხნო, ხმა ამოიღეთ, სანამ გვიანი არაა" - რატომ "ჩაიგუბა პირში წყალი" ბიზნესმა?|მოსაზრება

ნიკა შურღაია

"არავის ვამუნათებ... მაგრამ მინდა ვუთხრა ჩვენს ბიზნესს - სანამ გვიანი არ არის, ხმა ამოიღეთ ხალხნო, თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე” - ფინანსისტმა ნიკა შურღაიამ ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ მიმართა BMGTV-ის გადაცემა წერტილიდან“ ბიზნესმენების იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის ქაღალდზე დარჩენის თემაზეც კი საკუთარ დამოკიდებულებას ხმამაღლა არ აფიქისირებენ.

„ვხედავთ, ნელ-ნელა სხვა სივრცეებში გადადის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება; როგორ ყველგან შედის რვაფეხის თუ ანაკონდის მარწუხებით. ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად, მახრჩობელა გველის მიერ მოხრჩობის ძალიან ახლო რეალობის წინაშე დგას და დროულად უნდა გავითავისუფლოთ თავი“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ და იქვე დასძინა, რომ მას ესმის მოქალაქეების და მათ შორის ბიზნეს-საზოგადოების კითხვების -ვინ გადაიბარებს ხელისუფლებას ოცნების“ წასვლის შემდეგ“.

„წმინდა გიორგის ნუ ველოდებით; ჩვენ შორის არის საპოვნელი ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და ის ადამიანები და არმია, ვინც შეძლებს ამ გველეშაპთან შებრძოლებას... ყველა ჩვენგანის საქმეა ეს, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია.

ამასთან, ფინანსისტს მიაჩნია, რომ მართალია, ბიზნესს დღეს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული“, მაგრამ კარგად იციან, სინამდვილეში როგორ კარგად არის საქმე [ეკონომიკაში].

„ბიზნესმა თავად ძალიან კარგად იცის, რომ კარგად არ არის საქმე და ხმას ვინც არ იღებს, რატომ არ იღებს, ისიც ძალიან კარგად იცის, ამიტომ ჩემი თქმა არ სჭირდებათ... ახლა, ჩვენი ენერგია და დრო უნდა დავხარჯოთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ [კრიზისიდან] გამოვიდეთ. ხმის ამოღება, საკუთარ თავში ჩახედვა, რეალურად, გაჩუმება რამდენად იხსნის ვინმეს, დასაფიქრებელი საკითხია... ჩემი აზრით, ბევრი ადამიანი არის ახლა პანიკაში, რადგან არ იცის, ფული სად გადამალოს, როგორ გაიტანოს, სად წაიღოს, ზოგადად, როგორ აღიაროს, რომ „უი, მეც შემეშალა“ და ბევრი ფიქრობს, „აი, ეს რომ გავაკეთე, ხვალ მე როგორ შეიძლება მომადგნენ“ და ა.შ.“, - განაცხადა ნიკა შურღიამ და იმის საილუსტრაციოდ, რომ დუმილი ხელშეუხებლობის გარანტია არაა, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის და ბიზნესმენ ვლადიმერ სტეფანიანის საქმეები მოიყვანა.

- და მაინც, ამ სიტუაციაში ლოგიკური უფრო ის ხომ არ არის, რომ ბიზნესიც ჩუმად იყოს, ვიდრე იქით „შეეგებოს“ პრობლემებს „ოცნების“ მთავრობის გაკრიტიკებით?

- სამი ტიპის რეაქციაა ცხოველურ სამყაროში შიშსა და ხიფათზე პასუხად, რაც ადამიანებსაც ახასიათებთ. ერთი არის გაყინვა ანუ გატრუნვა, მეორე არის გაქცევა, დამალვა და მესამე არის შებრძოლება. მე მებრძოლი კატეგორიიდან ვარ, სხვები სხვადასხვა კატეგორიაა. არავის არ ვამუნათებ და არ განვსჯი. მე ვამბობ, რომ ახლა ხმის ამოღება არა მარტო ღირსების და ფასეულობების თემაა, არამედ პრაგმატული საკითხიც არის - ხელი გავანძრიოთ იმისთვის, რომ გვეშველოს. ეს არის ჩემი ხედვა. ვიღაცას შეიძლება სხვა ხედვა ჰქონდეს და რომ ვხედავ, რომ ჩემი ხმა არ არის საკმარისი, ვცდილობ, ხელი შევუწყო ერთიანობას, კონსოლიდაციას და ასე შემდეგ, რომ სხვებს მეტი იმედი მივცე... საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთი ერის შვილები ვართ. მე მკაფიოდ ვიაზრებ, რომ ვთქვათ, ის ვინც ხმას არ იღებს და ფრთხილად არის, მათ უფრო მაღალი მგრძნობიარობა აქვთ საფრთხეების მიმართ. ხომ?! ანუ რაღაცა პირობები უნდა შეუქმნათ [მათ] და მოდით, გავიაზროთ, რომ მეტ აქტივობას რომ ვთხოვთ, გავითვალისწინოთ მათ რა აქვთ დასაკარგი, დასათმობი, რა ხიფათი ემუქრებათ და ..

- როგორც ვხვდები, გესმით ბიზნესის დუმილიც და შედიხართ მათ მდგომარეობაში

- დიახ, მე ძალიან კარგად მესმის... გაჩუმება ცუდია, მაგრამ ამავე დროს ვხედავ ამ ადამიანების სიტუაციას, გაგებით ვეკიდები და ვცდილობ, დავეხმარო და მივახვედროთ, რომ ეს [ხმის ამოღება] მათივე ინტერესშია, რომ ძალა ერთობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები