მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ხარისხის მხრივ საუკეთესო წელია “ - როგორ მიმდინარეობს კახეთში რთველი 2025 ?

რთველი 2024

„ერთ-ერთი საუკეთესო რთველი იქნება წელს ხარისხის თვალსაზრისით ჩვენთანაც და ზოგადად კახეთშიც“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანია „ფაფრის ველი" დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ხარისხობრივად კარგი მოსავლის უმთავრესი მიზეზი კლიმატური პირობები იყო.

„ჩვენ მაინც ბიო მევენახეობა-მეურნეობა ვართ და დიდ რაოდენობაზე გათვლა არასდროს გვქონია, თუმცა ხარისხი კარგია. ხარისხის განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში კლიმატური პირობები იყო. ჯამში რაოდენობა როგორი იქნება ეს რთველის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი პროგნოზებით შედეგები გამორჩეულია.

რაც შეეხება სუბსიდირებას, მე ვეწინააღმდეგები სექტორში მსგავს ჩარევებს, რადგან ეს ხელს უშლის ჯანსაღი გარემოს შექმნას და კონკურენტუნარიანობასაც უცნაურ ვითარებაში აყენებს, თუმცა იმის გამო რომ წლების განმავლობაში ეს არსებობდა, მისი ერთი ხელის მოსმით გაქრობა არ იქნებოდა ადვილი.

კარგია, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგა და იმედია, შემდეგ პერიოდში კიდევ შემცირდება სუბსიდირების პროგრამა. დარგი უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ საბაზრო პრინციპებს, სხვა შემთხვევაში ის ვერ მოიგებს, პირიქით, წარმოქმნის პარაზიტულ ბიზნესებს და ეს არავის გამოადგება“, - განაცხადა ქურდაძემ.

მისი ინფორმაციით წელს კომპანია ახალ ბაზრებზე გადის, მათ შორის მექსიკასა და პარაგვაის ბაზარზე.

„ჩვენი ღვინო 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის არის აშშ, იაპონია. დსთ-ში ჩვენ არ ვმუშაობთ, მათ შორის არც რუსეთში. წელს ჩამონათვალს დაემატა ასევე მექსიკა და პარაგვაი. მექსიკაში ღვინის გაშვებას უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რაც გვახარებს დივერსიფიკაციის მხრივ“, -აღნიშნა შალვა ქურდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები