მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურში ელექტრონიკის მაღაზიიდან მობილურების, ლეპტოპების და თანხის მოპარვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

დაკავება

ხაშურში ელექტრონიკის მაღაზიიდან მობილურების, ლეპტოპების და თანხის მოპარვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს. კერძოდ, შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ქალაქ ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - იტყობინება შსს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები