ხაშურში კინოთეატრი „ივერია სინემა“ ამოქმედდა. კინოთეატრი ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა გახსნა. როგორც მან bm.ge-თან განაცხადა, "ივერია სინემამ" ფუნქციონირება 4 მარტს დაიწყო.
მისივე ინფორმაციით, კინოთეატრი Cavea Cinemas-სთან თანამშრომლობს და ფილმებს მათგან ყიდულობს.
„კინოთეატრი ორშაბათს გაიხსნა და ყველა სეანსი ბავშვებითაა სავსე. ჩვენ, Cavea cinemas-სთან ვთანამშრომლობთ და ფილმებს მათგან ვყიდულობთ. რაც შეეხება ფასებს, თბილისთან შედარებით, სეანსებს ნახევარ ფასად ვყიდით,“ - აცხადებს გელაშვილი.
ხაშურის კინოთეატრი დღეში რამდენიმე სეანსს უჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის გახსნა ხაშურში, ჯერ კიდევ 2021 წელს იყო დაანონსებული. მასში ბიზნესმენს დაახლოებით $2 მლნ-ს მოცულობის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.