საქართველოს მთავრობამ 5 მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 81 300 000 ლარი გამოუყო.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 286-ე განკარგულების მიხედვით, აქედან ყველაზე მეტი 36 300 000 ლარი რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, 14 200 000 ლარი ფოთის, 10 800 000 ლარი ქუთაისის, 10 000 000 ლარი ზუგდიდის, 10 000 000 ლარი ხაშურის მუნიციპალიტეტებზე განაწილდა.
დოკუმენტის დანართებიდან ირკვევა:
ქალაქ რუსთავში გამოყოფილი თანხები გზების, ტროტუარების რეაბილიტაციაზე, შენობების გამაგრებაზე, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე, შენობების სახურავების რეაბილიტაციაზე, წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაზე, ქალაქ რუსთავში რაგბის სტადიონის მშენებლობასა და კონკრეტულ ქუჩებზე გზების და სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე დაიხარჯება.
ფოთში იგეგმება სატუმბი სადგურების კაპიტალური რემონტი, სატუმბი სადგურებისთვის გენერატორების შეძენა-მონტაჟი, ფოთის გენგეგმის და სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შუქნიშნების მოწყობაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში არსებული კანალიზაციის შიდა და ეზოს ქსელის მოწყობა/რეაბილიტაციაზე, მინი სტორტული მოედნების მოწყობა/რეაბილიტაცია, ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების აღდგენა/გამაგრება/რეაბილიტაცია, ახალგაზრდული ჰაბის ეზოს მოწყობა, ატრაქციონების და ტრენაჟორების მოწყობა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში იგეგმება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლება ახლით, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების მშენებლობა/რეკონსტრუქცია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 მლნ ლარით საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში კი ქუჩების რეაბილიტაცია მოხდეს.




























