მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხე-ტყის უკანონო გაჩეხვისა და სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

უკანონო მოპოვება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა და სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2025-2026 წლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონოდ მოჭრა 34 ძირი ცაცხვისა და 13 ძირი წიწვოვანი ჯიშის ხე. მოპოვებული მასალა ბრალდებულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავება 2026 წლის 28 მარტს მოხდა. მეორე ბრალდებული არარეგისტრირებული, მოძრავი სახერხი დანადგარით ახდენდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის დამუშავებასა და ფიცრების დამზადებას. სამართალდამცველებმა ორივე პირი უშუალოდ დანაშაულის ჩადენის პროცესში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 287¹ მუხლის პირველი ნაწილითა და 303-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები