მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელფასები & შემოსავლები IT სექტორში

გასულ წელს აიტი სექტორში დასაქმებულების საშუალო თვიური ხელფასი 7, 192 ლარი იყო. სექტორი კი 14 164 ადამიანს ასაქმებდა - ამის შესახებ გალტ ენდ თაგარტის საქართველოს ეკონომიკისა და სექტორების მიმოხილვაშია აღნიშნული, რომლის მიხედვითაც კომპანიების რელოკაციის შემდეგ საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა, ეს პროცესი კი განსაკუთრებით 2022 წლიდან დაჩქარდა.

2022 წელს IT სექტორში 9 621 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 2021 წელთან შედარებით გაორმაგებული იყო და 6 118 ლარი შეადგენდა. 3 261 ადამიანი იყო სექტორში დასაქმებული 2021 წელს და მაშინ მათი ანაზღაურება 3,082 ლარს შეადგენდა.