მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლება არის არა მხოლოდ [სასამართლო] კლანთან შეხმატკბილებული, არამედ კლანის მძევალი" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

"ქართული ოცნება" არა მხოლოდ სასამართლო კლანთან შეხმატკბილებული, არამედ მისი მძევალიცაა - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვეტინგის საშუალებით სასამართლო “კლანის” შეცვლა უნდა მოხდეს.

“ქართული ქარტია", ეს არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ მივიდეთ ხელახლა ევროკავშირის კარებთან, რომ მოლაპარაკებები გაგვიხსნან. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ ზოგადად უნდა იცოდეს. ასევე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშნავს ყველა იმ კანონების გაუქმებას, (პირველ რიგში, “რუსული კანონის”, პირველივე პარლამენტის სხდომაზე გაუქმებას), რომელსაც ვეტო დავადე და მათ ვეტო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავადე, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენ ევროპულ ინტეგრაციას. მეორე არის ამნისტია, ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც მონაწილეობდნენ მარტის პროტესტში და შემდგომ {პროტესტებში}, რომლებიც ან დაჯარიმდნენ, ან დააპატიმრეს და ა.შ. ეს ადამიანები ყველანი უნდა გათავისუფლდნენ ყველანაირად. მესამე, ის მთავარი საკითხები, რომელიც ევროკავშირის ყველა რეკომენდაციებში იდო და რომელიც ეხება სასამართლო სისტემას და “კლანს”. მინდა გაგახსენოთ, რომ “კლანი” ასე უტიფრად არასოდეს არ მოქცეულა, როგორც ახლა მოიქცა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატურის წარდგენაზე, სადაც პრაქტიკულად, “კლანმა” გადაწყვეტილება მიიღო, სანამ ხელისუფლება მიიღებდა. ალბათ, ხელისუფლება მიყვებოდა, მაგრამ “კლანის” აკრძალვა იყო, რომ არა ვეტინგს, არა რამე გადახედვას, იმ მოსამართლეების, რომლებიც არსებობენ სისტემაში, ანუ თავიანთი თავის დაცვა და ამისი ბრძანება ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას მისცეს.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის არა მხოლოდ კლანთან შეხმატკბილებული, არამედ კლანის მძევალი. ეს არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის და ამიტომ, დროზე უნდა შეიცვალოს ეს კლანი. ამის მეთოდი ჩაწერილია ქარტიაში. ეს არის ე.წ ვეტინგი და გადასინჯვა ყველა მთავარი თანამდებობის. ასევე, ახალი მოსამართლეების არჩევა. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რაც იქნება იმის ნიშანი, რომ პოლიტიკური ნება არსებობს.

ამ ქარტიაში ასევე არის სხვა ზომები, რომლებიც ეხება დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ეროვნულ ბანკს მათ შორის. რაც ეხება უდიდეს სენს, კორუფციას. აქაც დავუბრუნდები ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ კორუფცია აწეულია ისეთ ნიშნულზე, როგორიც არ გვინახავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ე.წ ელიტური კორუფცია სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებშიც ფეხმოკიდებული იყო თუმცა, ახლა ის გაათმაგებულია.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობის შესახებ. მას გამოსავლად ესახება ქართულ ქარტიაში შეტანილი ერთ-ერთი პუნქტი, რომლის თანახმად, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში, ტექნიკური მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც ერთ წელიწადში ახალი, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები