მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, მზად ვართ, გავამკაცროთ სანქციები - მარგუს ცაჰკნა

მარგუს ცაჰკნა

"ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა" - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცაჰკნა მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, რადგან მმართველი პარტია ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოებაც, შეიძლება, შეტრიალდეს, რასაც ადასტურებს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც მმართველი პარტია ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას. ნათელია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა ცაჰკნამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები