მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხელისუფლება უნივერსიტეტებს სჯის" - იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადება გივი მიქანაძესთან შეხვედრამდე

სოც

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით "ხელისუფლება უნივერსიტეტებს სჯის", - ამის შესახებ მან გივი მიქანაძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით უნივერსიტეტი ის ორგანიზმია, რომელიც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის პოტენცია აქვს და ევალება კიდეც, ამიტომ გადაწყვიტა "ოცნებამ" მისი დასჯა.

"ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება შეიძლება წარმოვიდგინოთ განათლების სფეროში მიმდინარე საერთო პოლიტიკის ჭრილში და ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკის ჭრილში. რამდენიმე დღის წინ მიიღეს "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები - ამ ცვლილების თანახმად ნებისმიერი თეთრით, რომელიც უცხოური გრანტის სახით შემოვა საქართველოში და მოხმარდება ნებისმიერ აქტივობას დასჯადია.

უნივერსიტეტი ის ორგანიზმია, რომელიც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის პოტენცია აქვს და ევალება, შესაბამისად ამ პოლიტიკით ხელისუფლება სჯის უნივერსიტეტებს და მათ აცხადებს სამთავრობო ვერტიკალზე დაქვემდებარებულებს. ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ამ ჭრილში უნდა დავინახოთ", - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოლოდინი აქვს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარეობს. განსახილველი საკითხია განათლების რეფორმა და თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები