მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებამ არც თავისი ხალხის ხმა მოისმინა, არც მეგობრების რჩევები, არც გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ეს მძიმე წერტილია ხელისუფლების იმ განაცხადისთვის, რომლითაც ევროპულ გზაზე მივდიოდით ,- ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით „რუსული კანონის“ მიღება ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილის ამას ხელისუფლების ამ ნაბიჯს საქართველოს წარსულში გადაყვანის მცდელობას უწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა ცხადყო, რომ საქართველო არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს.

„დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმედ დაისვა, ის წერტილი, რომელიც გუშინ 84 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაისვა. მძიმე წერილი ხელისუფლების იმ განაცხადისთვის, რომლითაც ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არც თავისი ხალხის ხმა მოისმინა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა.

ეს არის გზა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შუა გზაზე მყარად იდგა, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, ამ შუა გზიდან გადაყვანილი და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ 30-დღიანი, ყოველდღიური გამოსვლებითა და თავისი პოზიციის დაფიქსირებით უპასუხა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის რიცხვები, რომელზედაც ყველა ვსაუბრობდით 80-85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ რიცხვები არ ყოფილა და ამას დღეს ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ეს საზოგადოება ევროპულ ღირებულებებზე დგას - დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც ევროპული იყო და რისთვისაც საქართველო იბრძოდა - დამოუკიდებლობა. ამ შემართებით საქართველო არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები