მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს - ჯიმ რიში

ჯეიმს რიში ჯიმ რიში

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ.

ამის შესახებ ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გვერდზე წერს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების 80%-ის სურვილს და ქვეყნის კონსტიტუციას.

ეს აჩვენებს ამჟამინდელი ხელისუფლების ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და უკან გაიწვიოს გადაწყვეტილება“, - წერს ჯიმ რიში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები