მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებამ ნაადრევად დაიწყო ჩვენება, როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას - NGO სექტორი

აქცია

ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რამდენიმე პირზე განხორციელებულ თავდასხმებს.

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი მზად არიან ყველა დაზარალებულ პირს სამართლებრივი დახმარება გაუწიონ.

„8 მაისს, ღამე, ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს.

ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებსა, თუ ახლა, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ, ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი, სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”

ადამიანის უფლებათა ცენტრი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD

ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

გერგარტი

დემოკრატიის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის მცველები

ევროპის ფონდი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

ეკო ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)

თბილისი პრაიდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI

კომლი

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD

მწვანე ალტერნატივა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

პლატფორმა სალამი

რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საზოგადოება და ბანკები

საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სასამართლოს გუშაგი

საფარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ევროპული ორბიტა

საქართველოს მომავლის აკადემია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASS

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

უფლებები საქართველო

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ყვარელის ევროკლუბი

შშმ ქალთა ალიანსი

ცოდნის კაფე

წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

GrlzWave

Promote Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები