მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი დაუთმია - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან თანამშრომლობა ან კომპრომისი დააბრალეს, ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი დაუთმია,“- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არის ერთ-ერთი პერიოდი, როდესაც ქვეყანას დამატებითი ტერიტორიები არ დაუკარგავს.

„სამწუხაროდ, წინა პერიოდში, უპასუხისმგებლო პოლიტიკის გატარების გამო ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით, რისი გამოსწორებაც არ არის მარტივი. თუმცა, ჩვენ მაინც მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და საქართველოს დეოკუპანტიზაციას მოვახდენთ, თანმიმდევრული პოლიტიკის საშუალებით.

თანმიმდევრული პოლიტიკა გულისხმობს, სწორ გამიზნულ ნაბიჯებს, საქართველოს თანმიმდევრულ გაძლიერებას, ძლიერ მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებას და ასევე ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან დიალოგს,“- აცხადებს დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, ერთიანი მიზნის მიღწევაში, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს, ოპოზიცია ხელისუფლების მოკავშირე ვერ იქნება, რადგან ოპოზიცია მუდმივად ცდილობს „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას. ასევე დეზინფორმაციასაც, მათ შორის საზოგადოების.

დავითაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა ქვეყანამ მაინც შეძლო კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა და ევროპული ინტეგრაციისკენ სვლას ღირსეულად აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები