საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებისგან არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებას ელის. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოულ ბარო X-ზე წერს, რომ ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასება საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, საფრანგეთის შეშფოთებას ადასტურებს.
„ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს, სადაც ახლახან საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიებას ველით.
იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება შეძლოს, ფუნდამენტური თავისუფლებები და პოლიტიკური პლურალიზმი დაცული უნდა იყოს“, - წერს ჟან-ნოულ ბარო.
Les conclusions préliminaires de @osce_odihr confirment nos préoccupations concernant l’évolution récente de la situation en Géorgie où viennent de se tenir des élections législatives.
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) October 27, 2024
Nous attendons des autorités qu’elles enquêtent sur les allégations d’irrégularités.
1/2