მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელნაკეთი ქართული ჩანთები, სავარაუდოდ, ესპანეთში გაიყიდება

პარმა

ხელნაკეთი ჩანთების მწარმოებელი კომპანია „პარმა“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ გოგსაძემ ისაუბრა.

„ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. საუბარია ონლაინ მაღაზიების შექმნაზე ესპანეთის ერთ-ერთ საზღვაო ქალაქ სევილიაში. ვფიქრობთ, რომ 2024 წელს „პარმას“ ჩანთები ესპანეთში უკვე ხელმისაწვდომი იქნება“,- განაცხადა მარიამ გოგსაძემ.

მისივე თქმით, ბრენდის 2024 წლის გეგმები მხოლოდ ექსპორტით არ შემოიფარგლება. იგეგმება „პარმას“ ბრენდის ქვეშ აქსესუარების ხაზის დამატებაც, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ერთ თვეში იქნება, ხოლო უახლოეს 3 თვეში ქალის ტანსაცმლის ხაზიც დაემატება.

„აქსესუარების დიზაინი უკვე მზად არის, ახლა სატესტო რეჟიმში ვართ, რომ საბოლოო სახე მივცეთ და დაახლოებით ერთ თვეში ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით, მომხმარებელთა მხრიდან დიდი ინტერესის გამო უკვე 3 თვეში ქალის ტანსაცმლის ხაზის დამატებასაც ვგეგმავთ, რომელსაც უფრო ემოციური დატვირთვა ექნება.“- აღნიშნა მარიამ გოგსაძემ.

„პარმას“ ხელნაკეთი ჩანთების ფასები 35 ლარიდან 135 ლარამდე მერყეობს, რომელთა შეძენა ჯერჯერობით სოციალური ქსელებისა და ვებ გვერდის დახმარებითაა შესაძლებელი.

„პარმა“ ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, რომელიც სხვადასხვა დიზაინის ხელნაკეთ ჩანთებს ამზადებს ქალებისა და ბავშვებისთვის. ბოლო პერიოდში კომპანიის ასორტიმენტს ლეპტოპის ჩანთებიც დაემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები