მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი

ესპანეთში სარკინიგზო ავარია

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში, ტოლედოს პროვინციაში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს პირველადი მონაცემებით, Renfe-ს AVE-ს კლასის მატარებელი გაჩერებულ Iryo-ს შემადგენლობას უკნიდან დაეჯახა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დარტყმის შედეგად ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. ავარია ურდას სადგურთან, ადგილობრივი დროით 08:54 საათზე მოხდა.

მომხდარის გამო, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერატორმა Adif-მა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. კომპანიის ცნობით, ორივე მატარებელი მადრიდი-სევილიის მარშრუტზე მოძრაობდა.

კასტილია-ლა-მანჩის რეგიონულმა მთავრობამ საგანგებო რეაგირების გეგმა აამოქმედა და ადგილზე მეხანძრეები და სამედიცინო ვერტმფრენები გაგზავნა. შექმნილი ვითარების გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი ოფიციალური შეხვედრები გააუქმა, საარჩევნო ღონისძიებები შეაჩერეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. ამ ეტაპზე ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიმდინარე წლის იანვარში სამხრეთ ესპანეთში, სარკინიგზო კატასტროფა ადამუსთანაც მოხდა, სადაც შემთხვევას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები