მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვანები კულტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ - სამინისტროსთან აქცია იმართება

აქცია

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხელოვანები კულტურის მინისტრთან, თიკა რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ხელოვანები დავით დოიაშვილის „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სამინისტროსთან ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს შენობაში არ უშვებენ. კულტურის წარმომადგენლებისთვის სამინისტროს ამ დროისათვის არანაირი პასუხი არ გაუცია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვანები რეპრესიების გაგრძელების მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ დავით დოიაშვილის გათავისუფლებით რეპრესიები არ დასრულდება და თუ ხმას ყველა არ ამოიღებს, მაშინ ოლიგარქის რეპრესიები ყველას შეეხება. ისინი ასევე ამბობენ, რომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების უკან არა თიკა რუხაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილი დგას.

"ახალი თეატრის სახე დავით დოიაშვილის შემოქმედებით ხედვას უკავშირდება. ყველამ კარგად იცის, რომ 3 თვით ადრე, ბილეთები 15 წუთში იყიდებოდა. შესაბამისად, ამ თეატრის მიმართ ინტერესი იყო. თუ იმასაც გადახედავენ, თუ რა ბიუჯეტი ჰქონდა თეატრს და რა შეჰქონდა დავით დოიაშვილს თავისი შემოქმედებით და აბრუნებდა ბიუჯეტში, მე მგონი ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება", - ამბობს tv პირველთან მსახიობი, კახა კინწურაშვილი.

ცნობისთვის, დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" ხელმძღვანელის პოსტიდან გუშინ გაათავისუფლეს. აღნიშნულს თეატრალების პროტესტი გუშინვე მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები