ხელოვანებისა და IT-ს წარმომადგენლების მსვლელობა გაერთიანდა. ისინი ახლა უკვე ერთობლივ მარშს მართავენ და ვაკის პარკისკენ მიემართებიან. მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. ისინი სკანდირებენ: "საქართველო!"; "საქართველოს გაუმარჯოს!"
ცნობისთვის, დღეს დილით IT/TECH კომუნის წევრებმა მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. პარალელურად, იმართებოდა მუსიკოსების აქცია. მოგვიანებით კი, აქციის მონაწილეები გაერთიანდნენ და თბილისის მერიისკენ გაემართნენ.




























