მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომლების 12%-ის ჩანაცვლება უკვე შეუძლია – MIT-ის კვლევა

AI

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მას უკვე შეუძლია თანამშრომლების 12%-ის სრულად ჩანაცვლება.

მეცნიერების შეფასებით, სამუშაო ძალის 12%-იანი შემცირება კორპორაციულ სექტორს დაახლოებით 1.2 ტრილიონი დოლარის სახელფასო ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს, რაც ის მთავარი მიზეზია, რატომაც ირჩევენ ტექნოლოგიური გიგანტები ადამიანების AI-ით ჩანაცვლების გზას.

MIT-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ AI-ის დაფარვის ზონა გაიზრდება და მისი შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტი თანამშრომელი ჩანაცვლდება, რაც ბიზნესის ეფექტიანობას გაზრდის, თუმცა ამერიკასა და მსოფლიოში უმუშევრობის პრობლემას შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები