მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი "ენაგრამი" ახალი წლისთვის მრავალენოვანი პლატფორმის გაშვებას გეგმავს

ენაგრამი

ხელოვნური ინტელექტი,„ენაგრამი“ ენობრივი ტექნოლოგიების პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავითარებს და ქმნის მაღალი ხარისხის ენობრივ ხელსაწყოებს ქართულსა და სხვა ენებზე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, რატი სხირტლაძე BM.GE-სთან აცხადებს, მომხმარებლებს ქართულ ენაზე ორი სახის პროდუქტს, Text to speech, რაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ტექსტის კითხვას და Speech to text ანუ „საუბარმწერს“ მოიცავს. საახალწლოდ კი მრავალ ენოვანი პლატფორმის გაშვებას გეგმავენ.

მისი ინფორმაციით, კომპანია უკვე მრავალი წელია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სხვადასხვა პროდუქტებს აწარმოებს. მათ მიერ წარმოებული პროდუქტი, ბაზარზე ყველაზე მაღალი ხარისხისაა.

„მომხმარებელს ვთავაზობთ Text to speech, რაც ნიშნავს იმას, რომ ტექსტს ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ხმით კითხულობს. ხმა ადამიანის ხმასთან იმდენად მიახლოებულია, რომ ფაქტობრივად გარჩევა რთულია. მეორე პროდუქტი, არის ე.წ. Speech to text, ანუ "საუბარმწერი" რაც ავტომატური ხმის გაშიფვრის პროგრამაა. ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქციით სარგებლობს საპენსიო სააგენტო და COMCOM. ჩვენ ბაზარს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზეთ.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პროგრამა სამედიცინო სექტორში დავნერგოთ, რადგან იქ ყველაზე მეტადაა ამის საჭიროება. რადგან, ხშირად, ექიმები წერაში ძალიან დიდ დროს კარგავენ. ამ პროგრამის საშუალებით კი ექიმები ძალიან დიდ დროს დაზოგავენ და მათი პროდუქტიულობაც გაიზრდება.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დიდი ხანია ვაწარმოებთ სხვადასხვა პროდუქტებს. უკვე ორჯერ მოვიგეთ ტენდერში. არსებული პროექტი რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულებისაა. პლატფორმა საერთაშორისო ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა აქცენტი ამჟამად ქართულზე გვაქვს. ახალი წლისთვის კი მრავალენოვან პლატფორმას გავუშვებთ, რომელიც 100000 დოლარის ღირებულების იქნება. ამის შემდეგ კი, მსოფლიო ბაზარზე ვიქნებით წარმოდგენილი“,- აცხადებს სხირტლაძე.

კომპანიის დამფუძნებელი, სამომავლო თანამშრომლობებზე საუბრობს, სადაც აღნიშნავს, რომ სილიკონ ველთან აქვთ კომუნიკაცია, ამასთან ქართული ბანკებიც აქტიურად არიან დაინტერესებული. მათ შორის მსხვილი ბანკები.

კომპანიაში ამ დროისათვის ჯამში 14 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები