Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვანგმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიაზე კაცობრიობამ შესაძლოა კონტროლი დაკარგოს.
მისი თქმით, სუპერინტელექტი, რომელიც შესაძლებლობებით ადამიანის ინტელექტს აღემატება, მალე შეიქმნება. ვანგის შეფასებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კაცობრიობის რეაქციას მომავალზე დიდი გავლენა ექნება.
მანვე განმარტა, რომ რთული წარმოსადგენია სამყარო, სადაც კაცობრიობა სრულად შეუზღუდავ რეკურსიულ, ანუ თვითგაუმჯობესებად და ადამიანზე 1000-ჯერ უფრო გონიერ სუპერინტელექტზე კონტროლს შეინარჩუნებს.
Meta-ს წარმომადგენელმა გააკრიტიკა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში გავრცელებული მიდგომაც, რომელიც სუპერინტელექტის შექმნას გარდაუვლად მიიჩნევს. მან სექტორს მოუწოდა, არსებული გზიდან მნიშვნელოვნად განსხვავებული ნაბიჯები გადადგას. ვანგის თქმით, საზოგადოების ხელოვნური ინტელექტისთვის "გადაბარება" დაუშვებელია. მისი განცხადებით, კომპანიებმა უნდა შექმნან ტექნოლოგია, რომელიც კაცობრიობას პოზიტიურ მომავალს მოუტანს.
























