მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვაში - რას შეცვლის ტექნოლოგიები ინდუსტრიაში - გიორგი გოცაძის შეფასება

გოცაძე

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტმა, BMGTV-ის გადაცემაში "ჯანდაცვის სტანდარტი" ხელოვნური ინტელექტის ჩართულობაზე ჯანდაცვის სექტორში და მის გავლენაზე ისაუბრა.

გიორგი გოცაძის შეფასებით, ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას დააზოგინებს ხარჯებს და ინდუსტრიას მეტად განავითარებს.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე და მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ან დიჯიტალურ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ბევრი რამ გაგვიიაფოს. დღეს ჩვენ არ გვაქვს ციფრული სივრცე ადეკვატურად განვითარებული, ნორმალურად ინტეგრირებული ინფორმაციული სისტემები, ამით ქვეყანა ბევრს კარგავს.

ეს მიმართულება რომ კარგად განვითარებული გვქონდეს, სასწაულად დავზოგავდით ადმინისტრაციულ ხარჯებს, ფანტასტიკურ შედეგს მივიღებდით, როდესაც ექიმებს გადაწყვეტილებაში დაეხმარებოდა ხელოვნური ინტელექტი, ასევე კარგ შედეგებზე გავიდოდით ტელემედიცინის განვითარების კუთხით. რეგიონებში პრობლემაა დიაგნოზის სწორად წაკითხვის, კადრების პრობლემაა და ტელემედიცინით და ნორმალური ინფორმაციული სისტემით ამის მოგვარება შეიძლება.

გარდა ამისა, ბევრი საკითხის და ხარისხის გაუმჯობესება შეგვიძლია ტექნოლოგიებით, რაც დაგვაზოგინებს ხარჯებს,“ - აღნიშნა საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები