მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნური ინტელექტი მომდევნო თაობის AI-ის შექმნას მალე დამოუკიდებლად შეძლებს

ai

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Anthropic-ის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ადამიანების მუშაობის სპეციფიკას ცვლის, არამედ საკუთარი თავის განვითარების პროცესშიც აქტიურად ერთვება.

კომპანიის ახალი მონაცემებიდან ჩანს, რომ მოწინავე მოდელებმა პროგრამული კოდის წერა, ხარვეზების აღმოჩენა და კვლევითი პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარეს.

ექსპერტების შეფასებით, ეს პროგრესი, სავარაუდოდ, შექმნის უკუკავშირის უწყვეტ ციკლს, რომელშიც AI სისტემები ბევრად უფრო დახვეწილ და განვითარებულ მომდევნო თაობებს დამოუკიდებლად შექმნიან. არსებული ინფორმაციით, ამ ფენომენს „რეკურსიული თვითგაუმჯობესება“ ეწოდება და ის იმაზე ადრე შეიძლება რეალობად იქცეს, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ.

Anthropic-ის შეფასებით, ეს პროცესი მეცნიერებისა და მედიცინის სფეროებში უდიდეს პროგრესს მოიტანს, თუმცა საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა შეიმუშაონ ინსტრუმენტები, რომლებიც ამ სისტემების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორესა და ადამიანურ ინტერესებთან თავსებადობას დამოუკიდებლად შეამოწმებენ.

ცნობისთვის, იდეა, რომ ხელოვნური ინტელექტი საკუთარ თავს თავადვე შექმნის, უკვე რეალურ პერსპექტივად მიიჩნევა, თუმცა წამყვანი ლაბორატორიები აღიარებენ, რომ ამ პროცესის საბოლოო გავლენა მსოფლიოზე ჯერჯერობით ბუნდოვანი რჩება, რადგან შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს სხვა მიზნები ჰქონდეს და კაცობრიობას - სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები