523 ხმით, 46 -ის წინააღმდეგ - პირველად მსოფლიოში, ევროპის კავშირმა ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი კანონი დაამტკიცა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში მასშტაბურ წესებს აწესებს, მათ შორის ისეთი მძლავრის სისტემისთვის, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი Chat-GPT. კანონი დაარეგულირებს AI-ს გამოყენებას ბიზნესებსა და ორგანიზაციებში. კანონით სრულად აიკრძალება ხელოვნური ინტელექტის "მიუღებლად" მიჩნეული გამოყენება, AI-ს "მაღალი რისკის" მქონე გამოყენება კი მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცევა. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მიღებული მასშტაბური წესები მოქალაქეებს დაიცავს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან. რა შეზღუდვები შემოდის ევროპის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის სექტორში და როგორ უნდა მივიღოთ AI-სგან სარგებელი საფრთხეები მინიმიზებით?
სტუმარი: გიგი გიორგაძე - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თავმჯდომარე;