გლობალურმა კომპანია Lenovo-მ კავკასიის რეგიონის მთავარი პარტნიორებისთვის სპეციალური ღონისძიება გამართა - Lenovo Tech Event გამართა. Microsoft-ისა და Intel-ის მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობა 100-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო, რომლებსაც ლენოვოს წარმომადგენლებმა ახალი პროდუქცია, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტებიც გააცნეს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე - Lenovo 360 პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა და დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ პლატფორმის შესახებ, რომელიც Lenovo-სა და პარტნიორებს შორის ინტერაქციის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შეიქმნა.