მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტის ბუმმა Micron-ის კვარტალური შემოსავალი გააოთხმაგა

MICRON

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Micron-მა წინა კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალმა $41.46 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება უოლ-სტრიტის პროგნოზს, რომელიც $35.84 მილიარდს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $9.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $41.5 მილიარდს მიაღწია. მესამე კვარტალში წმინდა მოგებამ $28.24 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი $1.89 მილიარდი იყო. რაც შეეხება კორექტირებულ მოგებას ერთ აქციაზე (EPS), მან $25.11 შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $20.78-ს ვარაუდობდნენ.

ფინანსური მაჩვენებლების ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითა და მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული. კომპანიის ოთხივე ბიზნესმიმართულების შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე დინამიკური ზრდა მონაცემთა ცენტრების ძირითადმა მიმართულებამ აჩვენა, სადაც შემოსავალი $1.53 მილიარდიდან $11.5 მილიარდამდე გაიზარდა. პარალელურად, ღრუბლოვანი მეხსიერების მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი 300%-ით გაიზარდა და $13.77 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე კომპანიის აქციების შეფასება 15%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში Micron-ის აქციების ფასი დაახლოებით 700%-ით არის გაზრდილი, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა.

ცნობისთვის, Micron-ის ტექნოლოგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია Nvidia-სა და Google-ის მიერ წარმოებული ჩიპებისა და სერვერებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები