მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე Alibaba $53 მილიარდს დახარჯავს

ალიბაბა

უმსხვილესმა ჩინურმა კომპანია Alibaba-მ განაცხადა, რომ ხელოვნური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ხარჯები მომავალი სამი წლის განმავლობაში $53 მილიარდამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე კომპანია AI-ში გაცილებით ნაკლების ინვესტირებას გეგმავდა, თუმცა კონკურენციის ზრდამ ჩინურ გიგანტს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.

როგორც Alibaba-ში აცხადებენ, გამოყოფილი მილიარდობით დოლარი AI მოდელის გაწვრთნას, Cloud სერვისის გაუმჯობესებას და შემდეგი თაობის ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა Alibaba-ს მზარდ ჩინურ ბაზარზე AI ეკოსისტემის კუთხით ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბირჟაზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. Alibaba-ს აქციების ფასი გამოცხადების დღეს 9.2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები კი გავრცელებულ ინფორმაციას სიფრთხილით ეკიდებიან და მიიჩნევენ, რომ დაპირებაზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, თუ რეალობაში როგორ აისახება ეს ნაბიჯი და რა კონკრეტულ შედეგებს მოიტანს $53 მილიარდის გამოყოფა. ამ საკითხს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზე, რომ კონკურენტი კომპანიები, Tencent-ი და Biadu AI სექტორის განვითარებაში ინვესტიციებს თავადაც ზრდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები