მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის ინდექსში საქართველო 57-ე ადგილზეა

ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის ინდექსში საქართველო 57-ე ადგილზეა. ქვეყნების რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) წარმოადგინა, 174 ქვეყანას შორის საქართველოს 0.53 ქულა აქვს და რეგიონში ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის კუთხით უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს და უკრაინას, რომელთაც 0.47, 0.48 და 0.51 ქულა აქვთ. საქართველოს უსწრებს რუსეთი (0.56 ქულით) და თურქეთი (0.54 ქულით).

ხელოვნური ინტელექტის მზაობის ინდექსი ციფრული ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის, შრომითი პოლიტიკის, ინოვაციების, ინტეგრაციისა და რეგულირების ანალიზს ეფუძნება. რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან სინგაპური, დანია, აშშ, ნიდერლანდები და ესტონეთი . სიას ავღანეთი და სამხრეთ სუდანი ხურავს, რომლებიც 173-ე და 174-ე ადგილებს ინაწილებენ. გადაცემის ამ ნაწილში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რამდენად აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემები საქართველოში და როგორია კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ მიმართულებით?

სტუმარი: გიგი გიორგაძე - საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები