მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 3 დღით ადრე ეცნობებათ

რეფორმა

"ოცნების" პარლამენტი საჯარო მოხელეების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის. ინიციირებული პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამი დღით ადრე ეცნობებათ. ასეთ შემთხვევაში, მათ მიეცემათ კომპენსაცია - 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ძალაში რჩება დღეს არსებული ერთ თვიანი გაფრთხილების წინასწარი ვადაც. თუმცა ამ შემთხვევაში კომპენსაცია მხოლოდ ერთ თვეს გაიცემა.

პარლამენტში ინიციირებული კანონის პროექტით ზუსტდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილებები გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები საჯარო მოხელეებად აღარ მიიჩნევიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები