ხილ-ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტების დანერგვაზე საუბრით ვაგრძელებთ გადაცემას. სამწუხაროდ საქართველოში ხარისხის მიმართ კანონით დადგენილი იმპერატიული ნორმები არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პერიოდულობით, სხვადასხვა ორგანიზაციებს ჰქონდათ ამის მცდელობა, ადგილობრივი ფერმერებისგან და რითეილ სექტორისგან მათ სრულფასოვანი მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2023-2024 წლებში „USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამისა“ და საქართველოს სამაცივრე მეურნეობებისა და ლოგისტიკის ასოციაციის ორგანიზებით გამართული საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მონაწილეების მხრიდან გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობა და სექტორში ხარისხის სტანდარტების დანერგვის პროცესის დაწყებისათვის მზაობა. შემუშავდა მემორანდუმიც, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზებული ბაზრის ყველა მსხვილი ქსელი.
სტუმრები: ლადო კირვალიძე - USAID-ს სოფლის მეურნეობის პროგრამის მიწოდების ცივი ჯაჭვის მენეჯერი;
სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;