მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხილის მწარმოებლებისთვის ექსპორტის დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია - რომელია მთავარი საექსპორტო ხილი?

ექსპორტი

Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის მიმოხილვის მიხედვით, ადგილობრივ წარმოებაში ერთადერთი მიმართულება, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებას და საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დადებით სალდოს აჩვენებს - ხილია. თუმცა მიმოხილვის ავტორების შეფასებით, საქართველოში ხილის მწარმოებლებისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და უფრო მაღალშემოსავლიან ბაზრებზე გასვლა მნიშვნელოვანია.

ამასთან, დარგის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო ხილი თხილი, ატამი, ვაშლი და მანდარინია. 2022 წლის მონაცემებით, 204 მილიონიან ექსპორტში თხილზე - 50%, ატამზე და კურკოვანებზე - 18%, ციტრუსებზე - 11%, კენკრაზე - 4%, სხვა ხილზე კი ერთობლივად - 17% მოდიოდა.

საინტერესოა ის მოცემულობაც, რომ კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზეა.

„ეს პროდუქტები შერჩეულია საქართველოში ამ კულტურის წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალით და ევროკავშირის იმპორტის ზომის მიხედვით. ამასთან, სოფლის მეუორნეობის განვითარების სააგენტო ამ კულტურების განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები