ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული გამოცემა CNN მსოფლიოს საუკეთესო “დამპლინგების” რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც 34 სხვა კერძთან ერთად, ხინკალიც მოხვდა. გამოცემა “დამპლინგს” განმარტავს, როგორც ცომს, რომელიც რამე ტიპის მარილიანი ან ტკბილი შიგთავსით მზადდება. “გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ ევროპით, რუსეთითა და ცენტრალური აზიით გარშემორტყმულ საქართველოს თავისი “დამპლინგი” აქვს. ხინკალი აზიურ სიაო-ლონგ-ბაოს ჰგავს. იგი ცომის კიდეებისთვის თავის მოკვრით, შენელებული საქონლისა და ღორის ხორცის შიგთავსით მზადდება. ხინკალს, როგორც წესი, შავ წიწაკასთან ერთად მიირთმევენ”, - წერს CNN. აღსანიშნავია, რომ “საუკეთესო დამპლინგების” ჩამონათვალში, აღმოსავლურ აზიურ კერძებთან ერთად, ასევე მოხვდა იტალიური ნიოკი და რავიოლი, რუსული პილმენი, სამხრეთ აზიური სამოსა, აზერბაიჯანული დუშბარა და გერმანული kartoffelknoedel (კარტოფილის დამპლინგი).