მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხინოწმინდის მონასტრის რეაბილიტაციის დასრულება 2027 წელს იგეგმება

ხინო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

"აღსანიშნავია, რომ ისტორიული ხეობის მდგრადი სოციალური, კულტურული და ტურისტული განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ისე ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას", - იტყობინება აჭარის მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები