Glulam გახლავთ შეწებებული ლამინირებული ხის მორები, რომლითაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მედეგი, სანდო, ეკოლოგიური და ენერგოეფექტური სახლები შენდება. შეწებებული ხის სამშენებლო მასალა კარგადაა ცნობილი, ევროპაში, აშშ-ში, რუსეთში და აზიის ქვეყნებში. ამ მასალისგან სახლის აშენება ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია… ერთი წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით კომპანია - Eco House XXI დაფუძნდა, რომელიც ადგილობრივად მსურველებსა და დამკვეთებს ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალისგან - Glulam-სგან სახლებისა და სხვა ტიპის შენობა-ნაგებობების პროექტირებას, ინტერიერის დიზაინსა და მშენებლობას სთავაზობს.
სალომე მაჭავარიანი - სახლის მეპატრონე;
ტატიანა ლიტვინოვა - Eco House XXI, CEO;
ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BMG, ჟურნალისტი;