ხმა მივეცი მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს, რომელიც არის დღე ბედნიერი. ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომლებზედაც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები. ხმა მივეცი საქართველოს, რომელზედაც ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ყველანი ვიქნებით გამარჯვებული, დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ რომ გაიმარჯვებს საქართველო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა არჩევანი მთაწმინდაზე დააფიქსირა.