ზუსტად განსაზღვრული ხმაურის დადგენილი არ არის, თუმცა ფსიქოლოგიურ შეწუხებას 55-65 დეციბელის, სიმშვიდის დარღვევას 55-90 დეციბელს შორის, ფსიქოლოგიურ აშლილობას კი 90 დეციბელს ზემოთ ხმები იწვევს.
ინდუსტრიალიზაცია, დაუგეგმავი ურბანიზაცია, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, ეკონომიკური არაეფექტურობა და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა ხმაურის დაბინძურების გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.
რამდენად მასშტაბურია პრობლემა თბილისისთვის და რა უნდა გაკეთდეს მის მოსაგვარებლად?
სტუმარი: გიორგი ჯაფარიძე - "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი;