მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. მიზეზი, ხმის მიცემის ფარულობის წესის დარღვევაა.

საქართველოს მასშტაბით ასეთი 2 263 უბანია.

„საიამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა არაერთი საჩივარი, რომლითაც ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ უბნის (2263) ამ უბნების შედეგების ბათილად ცნობას ვითხოვთ და ეს არის ის უბნები, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

სიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ამ უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

საია დავობს რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას”, – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა.

ნონა ქურდოვანიძის თქმით,ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. შესაბამისად,

„ეს გარანტია, მათ შორის, იცავს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც, არის, უფლების განხორციელების ინსტრუმენტული საშუალებები: ბიულეტენი, და, საარჩევნო ყუთი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში.

ფარულობის პრინციპის დარღვევა, ასევე, არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, ‘მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს მუხლი კონვენციისა და დამატებითი ოქმების სხვა ფუნდამენტური უფლებებისგან განსხვავდება იმით, რომ, იგი აწესრიგებს მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის ვალდებულებას, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას.

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ („ცესკო“) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს”, - განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები