მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხობში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის 11.4 კმ-იანი გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს - ბიუჯეტიდან ₾19.2 მლნ-ია გამოყოფილი

გზები

ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 11.4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ 299–კმ 310) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 19.2 მილიონ ლარს შეადგენს.

"პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და კიუვეტები. ასევე მოეწყობა ავტოპავილიონი, გზასთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ ეტაპზე ეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის კიუვეტები, წყალგამტარი მილები და სარეგულაციო კედლები.

პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება გზის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა და საგზაო მოძრაობის პირობები", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები