მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხომალდების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ჩვეულებრივი ნაწილია - აშშ-ის საელჩო

ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის გამოჩენას ეხმაურება. როგორც საელჩოში „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, მსგავსი გადაადგილებები რეგულარული ხასიათისაა.

„საჰაერო ხომალდების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ჩვეულებრივი ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით“, - უთხრეს მედია საშუალებას საელჩოში.

დღეს ნაშუადღევს თბილისის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაეშვა. ხომალდი საქართველოში გერმანიიდან ჩამოფრინდა და აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები