მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე უკვე სრულად გახსნილია - TAV Georgia

თბილისის აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში მომლოდინეთა სივრცე გაიხსნა. აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი ნალექის მიუხედავად აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და ავიარეისები შეუფერხებლად ხორციელდება.

ამ დრომდე ჩამოფრენის სივრცეში მომლოდინეთა სივრცე დაკეტილი იყო. TAV Georgia-ში განმარტავდნენ, რომ უამინდობის გამო, ეს გადაწყვეტილება მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიიღეს და მომლოდინეთა სივრცე გუშინდელი ღამის შემდეგ დაკეტეს.

8 ივლისის ღამეს უხვი ნალექის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა და ელექტროენერგია დროებით გაითიშა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა. აეროპორტის მმართველო კომპანია TAV Georgia-ში კი განაცხადეს, რომ უამინდობის გამო სამი ფრენა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში გადამისამართდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები